თავშესაფარი – მწვანე ბარათის მიღების საშუალება

თავშესაფარი პირს, რომელსაც საფრთხე ემუქრება საკუთარ ქვეყანაში თავისი რასის, რელიგიის, ეთნიკური კუთვნილების, ეროვნების ან იმის გამო რომ იგი კონკრეტულ სოციალურ ჯგუფს მიეკუთვნება, შეუძლია ეძიოს თავშესაფარი ამერიკის შეერთებულ შტატებში. პირს შეუძლია თავშესაფრის ძიება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მას დევნიან ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე ნიშნით. ქვეყანაში არსებული საომარი მდგომარეობა ან ცხოვრებისთვის გაუსაძლისი პირობები ვერ გახდება თავშესაფრის მოთხოვნის საფუძველი.

თავშესაფრის ძიების პროცესი

იმის გამო რომ პირმა მოითხოვოს თავშესაფარი აშშ-ში, მან უნდა გაიაროს გასაუბრება საიმიგრაციო ოფიცერთან ან საიმიგრაციო მოსამართლესთან.

თავშესაფრის ძიება შეიძლება იყოს როგორც “მტკიცებითი” ასევე “თავდაცვითი” პროცესი. “მტკიცებითი” გულისხმობს საიმიგრაციო სამსახურში განაცხადის შეტანას თავშესაფრის მოთხოვნით, თავშესაფრის მაძიებელის წინააღმდეგ დეპორტაციის პროცესის დაწყებამდე. “თავდაცვითი” პროცესი კი ნიშნავს პირის მიერ თავშესაფრის მოთხოვნას მას შემდეგ რაც მის წინააღმდეგ დეპორტაციის პროცესი უკვე დაწყებულია და იგი თავშესაფარს ითხოვს როგორც თავდაცვის საშუალებას.

შეზღუდვები თავშესაფრის ძიებაზე

პირს, შეიძლება დევნიდნენ თავისი რასის, ეროვნების, რელიგიის, ეთნიკური თუ კონკრეტულ სოციალური ჯგუფის კუთვნილების გამო. მიუხედავად ამისა, მან შეიძლება ვერ მოითხოვოს თავშესაფარი კონკრეტული სამართლებრივი შეზღუდვების გამო. ყველაზე გავრცელებულ შეზღუდვას წარმოადგენს განაცხადის შეტანის ერთ წლიანი ვადის ამოწურვა. თუ პირმა განაცხადი არ შეიტანა თავშესაფრის მოთხოვნით ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ რაც იგი ბოლოს შემოვიდა აშშ-ის ტერიტორიაზე, მას ეკრძალება თავშესაფრის ძიება, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. მიუხედავად ამისა, ასეთ შემთხვევაში პირს შეუძლია მოითხოვოს “დეპორტაციის შეჩერება”, რაც თავშესაფართან შედარებით ბევრად ნაკლებ საიმიგრაციო შეღავათს წარმოადგენს. აი რატომ არის მნიშვნელოვანი რომ პირმა მიმართოს საიმიგრაციო ადვოკატს კონსულტაციისთვის რაც შეიძლება მალე რომ ასეთ დაბრკოლებას არ წააწყდეს.

ზემოთ ხსენებული შეზღუდვის გარდა არსებობს სხვა სახის შეზღუდვებიც. მაგალითად, თუ პირს წარსულში ჩადენილი აქვს მძიმე დანაშაული ან საფრთხეს წარმოადგენს შეერთებული შტატებისთვის ანდა თვითონ ახორციელებდა დევნას სხვა პირების მიმართ. ასეთ პირს არ შეუძლია ეძიოს თავშესაფარი აშშ-ს ტერიტორიაზე.

თავშესაფრის მიღებიდან ერთი წლი შემდეგ პირს შეუძლია განაცხადი შეიტანოს მწვანე ბარათის მოთხოვნით. მწვანე ბარათის მიღებიდან 4 წლის შემდეგ კი მას შეუძლია მიიღოს აშშ-ს მოქალაქეობა.

თუ გაგაჩნიათ რაიმე კითხვა ან გჭირდებათ დახმარება, ანდა კონსულტაცია, გთხოვთ შეავსოთ საკონტაქტო ფორმა ან დამიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: +1 (248) 900-3399.