საიმიგრაციო და არასაიმიგრაციო ვიზები

საიმიგრაციო და არასაიმიგრაციო ვიზები

გამონაკლისი შემთხვევების გარდა, იმისათვის რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ეწვიოს ამერიკის შეერთებულ შტატებს ესაჭიროება ვიზა. არსებობს ორი ტიპის ვიზა: მათთვის ვისაც სურს აშშ-ს ეწვიოს დროებით და ვიზა რომელიც განკუთვნილია იმ პირთათვის ვისაც იმიგრირება და მუდმივად ყოფნა სურს აშშ-ში. 

საიმიგრაციო ვიზები

არსებობს საიმიგრაციო ვიზის მოპოვების ორი გზა. პირველი გზა გულისხმობს ვიზის მიღებას სპონსორის საშუალებით, რომელიც შეიძლება იყოს დამქირავებელი ან ამერიკის ტერიტორიაზე ლეგალურად მყოფი ახლო ნათესავი. მაგ. მეუღლე, საქმრო, საცოლე. არსებობს ასევე გამონაკლისი შემთხვევები როდესაც სპონსორის არსებობა არ არის ვიზის მიღებისთვის აუცილებელი მოთხოვნა და ეს გამონაკლისი შემთხვევები კონკრეტული პირის საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გათვალისწინებით ყალიბდება.

იმიგრაციის მეორე გზა გულისხმობს მწვანე ბარათის მოგებას გათამაშებაში მონაწილეობით. ამ გათამაშების არაოფიციალური სახელია მწვანე ბარათის გათამაშება, რომელიც ყოველწლიურად იმართება და იგი ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნიდან 55 ათასამდე გამარჯვებულს გამოავლენს.

არასაიმიგრაციო ვიზები

მათთვის ვისაც არ სურს ამერიკაში მუდმივად დარჩენა არსებობს არასაიმიგრაციო ვიზები. არასაიმიგრაციო ვიზა შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შემოსვლას და დროებით დარჩენის უფლებას იძლევა.  არსებობს სხვადასხვა ტიპის არასაიმიგრაციო ვიზები, რომლებიც განკუთვნილია ამერიკაში ვიზიტის სხვადასხვა მიზნებისთვის, როგორიცაა ტურიზმი, ბიზნესი და გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა. მიხედავად იმისა რომ არასაიმიგრაციო ვიზა აშშ-ში მუდმივი ბინადრობის უფლებას არ იძლევა, შესაძლებელია ამ ტიპის ვიზის განახლება ამერიკის ტერიტორიიდან გაუსვლელად.

თუ გაგაჩნიათ რაიმე კითხვა ან გჭირდებათ დახმარება, ანდა კონსულტაცია, გთხოვთ შეავსოთ საკონტაქტო ფორმა ან დამიკავშირდით ტელეფონის ნომერზე:  +1 (248) 900-3399.