სტუდენტური ვიზები

სტუდენტური ვიზა

უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც სურს ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლის დაწყება ესაჭიროება სტუდენტური ვიზა.  სტუდენტური ვიზა შეიძლება იყოს F-1 ან M-1 კატეგორიის.  თუ რომელი კატეგორიის ვიზა ესაჭიროება პირს დამოკიდებულია იმაზე თუ რა ტიპის სასწავლებელში აპირებს იგი სწავლის დაწყებას.  იმისათვის რომ პირმა მიიღოს აკადემიური ცოდნა ეს იქნება უნივერსიტეტში, კოლეჯში, საშუალო სკოლაში, სემინარიაში თუ კონსერვატორიაში აუცილებელია F-1 ვიზის ქონა.  იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლებლად სადაც სტუდენტები არ ღებულობენ აკადემიურ ცოდნას, უცხო ქვეყნის მოქალაქემ განაცხადი უნდა შეიტანოს M-1 ვიზაზე.

სწავლა ტურისტული  B-1 ან B-2 ვიზით

უცხო ქვეყნის მოქალაქეს რომელიც აშშ-ს სტუმრობს B-1 ან B-2 ვიზით უფლება არ ააქვს ისწავლოს ამერიკის ტერიტორიაზე და მას ესაჭიროება F-1 ან M-1 ვიზა.  პირებს რომლებიც უვიზოთ მიმოსვლის ქვეყნების  მოქალაქეები არიან  ასევე არ ააქვთ უფლება ისწავლონ B ვიზით.  სტუდენტებს რომლებიც ჩართულები არიან დისტანციური სწავლები პროგრამაში, რომელიც საჭიროებს გარკვეული დროის განმავლობაში მათ ფიზიკურად ყოფნას აშშ-ში ასევე ესაჭიროებათ სტუდენტური ვიზები.  მიუხედავად ამისა B კატეგორიის ვიზა მოკლე ვადიანი სწავლების ნებას რთავს .

სტუდენტური ვიზისთვის განაცხადის შეტანის პროცესი

სანამ პირი სტუდენტურ ვიზაზე განაცხადს შეიტანს, იგი უნდა ჩაირიცხოს სტუდენტური გაცვლითი პროგრამით ლიცენზირებულ რომელიმე სასწავლებელში.  მას შემდეგ როდესაც პირი ჩაირიცხება ამ სასწავლებელში მან უნდა გადაიხადოს გაცვლითი პროგრამის მოსაკრებელი.  ამის შემდეგ სასწავლებელი ამ პირზე გასცემს ფორმა I-20-ს რომელიც მან უნდა წარადგინოს აშშ-ს საკონსულოში.  ამ პირის ოჯახის წევრებს ასევე უფლება აქვთ გაემგზავრონ ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ თითოეულ ოჯახის წევრს ესაჭიროება მათ სახელზე გაცემული ფორმა I-20.

როდესაც სწავლის მსურველი სასწავლებლიდან მიიღებს ფორმა I-20, მან უნდა შეავსოს არასაიმიგრაციო ვიზისთვის განკუთვნილი განაცხადის ფორმა საკონსულოს ვებ-გვერდზე. ფორმის შევსების შემდეგ მან უნდა ამობეჭდოს ამ ფორმის შევსების დამადასტურებელი ფურცელი, რომელსაც იგი წარადგენს საკონსულოში გასაუბრების დროს.

პირს უფლება არ ააქვს ამერიკაში გაემგზავროს სწავლების დაწყებიდან 30 დღით ადრე

სწავლის მსურველს ასევე შეუძლია სტუდენტური ვიზის მიღება ამერიკის შეერთებული შტატებში ყოფნის დროსაც, რაც საერთოდ არ არის რეკომენდებული, რადგანაც საიმიგრაციო სამსახური ასეთ შემთხვევებში ხშირად ეჭვობს რომ პირს თავიდანვე ქონდა განზრახული სწავლის დაწყება და მან ეს განზრახვა ტურისტული ვიზის მიღების დროს საკონსულოში გასაუბრებისას არ გაამხილა.  ამგვარი შედეგის თავიდან ასაცილებლად, როდესაც პირი ტურისტული ვიზიდან სტუდენტურ ვიზაზე გადადის, მას ესაჭიროება მტკიცებულებების მოგროვება ამ ეჭვის გასაქარწყლებლად.  ამგვარი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაშიც კი პირმა შესაძლოა მაინც არასასურველი გადაწყვეტილება მიიღოს საიმიგრაციო სამსახურიდან.

მუშაობა სტუდენტური ვიზაზე ყოფნის დროს

საერთოდ F ან M ვიზის მფლებელს არ ააქვს უფლება იმუშაოს შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, ოფიციალური სამუშაო უფლების გარეშე.  მიუხედავად ამისა სტუდენტის სასწავლებელს შეუძლია მუშაობის უფლების მინიჭება ამ პირისთვის, მაგრამ მიღებული სამუშაო აუცილებლად დაკავშირებული უნდა იყოს პირის პროფესიასთან რომელსაც იგი ამ სასწავლებელში ეუფლება. ასევე, ეს სამუშაო მისი კურიკულუმის შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს.

სწავლის დასრულების შემდეგ

სწავლის დასრულების შემდეგ F-1 ვიზის მფლობელს უფლება აქვს დარჩეს აშშ-ს ტერიტორიაზე არა უმეტეს 60 დღით, ხოლო M ვიზის მფლობელმა 30 დღის განმავლობაში უნდა დატოვოს ქვეყანა.  თუ სტუდენტური ვიზის მფლობელი უფრო მეტი ხნით აპირებს ქვეყანაში დარჩენას, იგი ვიზის სხვა კატეგორიაზე უნდა გადავიდეს ან ვიზა გააგრძელოს ანდა მწვანე ბარათზე შეიტანოს განაცხადი. თუ რა თქმა უნდა იგი ამგვარი განაცხადის პირობებს აკმაყოფილებს.

თუ გაგაჩნიათ რაიმე კითხვა ან გჭირდებათ დახმარება, ანდა კონსულტაცია, გთხოვთ შეავსოთ საკონტაქტო ფორმა ან დამიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: +1 (917) 426-8227 ან +1 (248) 630-3239.