არასაიმიგრაციო ვიზები / დროებითი ვიზები

არასაიმიგრაციო ვიზები

თუ სურვილი გაქვთ მხოლოდ დროებით ეწვიოთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, არსებობს სხვადასხვა ტიპის არასაიმიგრაციო ვიზა. არასაიმიგრაციო ანუ დროებითი ვიზა უფლებას აძლევს ვიზის მფლობელს დროებით იცხოვროს ან იმყოფებოდეს აშშ-ს ტერიტორიაზე გარკვეული მიზნით. მაგ. სასწავლებლად, ტურისტულად ან სამუშაოდ.

ქვემოთ მოკლედ მიმოხილულია მხოლოდ ყველაზე გავრცელებული კატეგორიის არასაიმიგრაციო ვიზები.

  • მუშაობა

    არსებობს არასაიმიგრაციო ვიზის რამოდენიმე კატეგორია, რომელიც საშუალებას აძლევს ვიზის მფლობელს დროებით იმუშაოს ამერიკის შეერთებულ შტატებში. თითოეული ამ ვიზის გატეგორია განსხვავდება ერთმანეთისგან იმის მიხედვით თუ რა პროფესიას ფლობს პირი ან რა სამუშაოს შესრულებას აპირებს აშშ-ში.  ყველაზე გავრცელებული დროებითი სამუშაო ვიზებია H  and L ვიზის კეტეგორიები.

    ბეზნესმენები რომლებსაც სურვილი აქვთ აშშ-ს ეწვიონ მოკლე ვადით, შეხვედრაზე ან კონფერენციაზე დასწრების მიზნით შეუძლიათ მიიღონ B-1 კატეგორიის ვიზა.

  • სწავლება

    უცხო ქვეყნის მოქალაქეებს რომლებსაც სურვილი აქვთ ისწავლონ აშშ-ში ესაჭიროებათ სტუდენტური ვიზები. სტუდენტური ვიზა არსებობს F კატეგორიის ვიზა, რომელიც განკუთვნილი აკადემიური განათლების მისაღებად და M ვიზა, რომელიც გაიცემა არააკადემიური პროფესიული განათლების დაუფლებისთვის. გაცვლით პროგრამაში მონაწილე პირებზე გაიცემა J კატეგორიის ვიზა.

  • გაცვლითი პროგრამა

    გაცვლითი საგანმანათლებლო ან საწვრთნელი პროგრამის მონაწილეებმა შეუძლიათ მიიღონ J-1 ვიზა. პროგრამის მონაწილეებს, რომლებიც ღებულობენ სპეციალიზირებულ, სამედიცინო ან ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამით განათლებას, ხშირად ეკისრებათ პროგრამის დამთავრების შემდეგ თავიანთ სამშობლოში ყოფნის ორ წლიანი ვალდებულება.

  • ტურიზმი

    პირებზე რომლებსაც სურვილი აქვთ შეერთებულ შტატებს ეწვიონ ტურისტული, ოჯახის მონახულების ან მკურნალობის მიზნით, გაიცემა B-2 კატეგორიის ვიზა. B-2 ვიზის მფლობელებს არ ააქვთ უფლება იმუშაონ ან ისწავლონ აშშ-ში.

არასაიმიგრაციო ვიზების სრული ჩამონათვალი

  • დიპლომატები და უცხო ქვეყნის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლები (“A”)
  • ტურისტები და ბიზნესმენები (“B-1/B-2”)
  • სატრანზიტო (“C”)
  • ეკიპაჟის წევრები (“D-1”)
  • მოვაჭრეები (“E-1”)
  • ინვესტორები (“E-2”)
  • ავსტრალიელი მუშაკები (“E-3”)
  • სტუდენტები (“F-1”)
  • სპეციალიზირებული განათლების მქონე პროფესიონალი მუშაკები (“H-1B”)
  • სეზონური სასოფლო-სამეურნეო მუშაკები (“H-2A”)
  • არასასოფლო-სამეურნეო დროებითი მუშაკები (“H-2B”)
  • საწვრთნელ პროგრამაში მონაწილეები (“H-3”)
  • ჟურნალისტები (“I”)
  • გაცვლითი პროგრამის მონაწილეები (“J-1”)
  • საქმრო ან საცოლე (“K-1”)
  • ამერიკის მოქალაქის მეუღლე(“K-3”)
  • კომპანიის სხვადასხვა ფილიალებს შორის მუშაკების გადაადგილება  (“L-1”)
  • არაორდინალური შესაძლებლობის მქონე პირები (“O”)
  • სპორტსმენები და ხელოვნების დარგის წარმომადგენლები  (“P”)
  • საერთაშორისო კულტურულ გაცვლით პროგრამებში მონაწილეები (“Q”)
  • რელიგიის მსახურები (“R”)
  • მოწმეები და ინფორმატორები (“S”)
  • ტრეფიკინგის მსხვერპლი (“T”)
  • კანადელი და მექსიკელი პროფესიონალები NAFTA (“TN”)
  • დანაშაულის მსხვერპლი (“U”)

თუ გაგაჩნიათ რაიმე კითხვა ან გჭირდებათ დახმარება, ანდა კონსულტაცია, გთხოვთ შეავსოთ საკონტაქტო ფორმა ან დამიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: +1 (248) 900-3399.